Thursday, December 3, 2009

mogzauroba afxazeTSi








პროექტის სახელწოდება: " მოგზაურობა აფხაზეთში''





პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იმოგზაურებენ საქართველოს ძირძველ კუთხე - აფხაზეთში, სწავლობენ მის ისტორიას და კულტურას, აწყობენ შეხვედრებს, მრგვალ მაგიდას და კონფერენციებს.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის აფხაზეთის ისტორიას, რომელიც ამჟამად ანექსირებულია რუსეთის მიერ. მოიპოვებენ ისტორიულ მასალას, მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან, მოიძიებენ ისტორიულ და ლიტერტურულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას აღნიშნული ადგილის შესახებ. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას ანექსიამდე და ანექსიის შემდეგ პერიოდზე, მოაწყობენ შეხვედრებს და მრგვალ მაგიდას, ისაუბრებენ და განიხილავენ რა პრობლემას წარმოადგენს აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური საკითხი საქართველოსთვის და მსოფლიო პოლიტიკისთვის. მოსწავლეები ინტერნეტით უკავშირდებიან სხვა სკოლების მოსწავლეებს მსოფლიოს მასშტაბით და ესაუბრებიან მათ ამ უმშვენიერესი კუთხის შესახებ, შეეცდებიან მათში აღძრან დახმარების სურვილი, რათა მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებს და ვთხოვოთ დახმარება აფხაზეთის დაბრუნებისა მშვიდობიანი გზით.

ეს პროექტი ამოქმედდება 2010 წლის იანვრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, მასწავლებლები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-18

ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბერი -

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების, გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, და პრეზენტაცია კლასში, ინტერნეტის საშუალებით დისკუსიის გამართვა, მოძიებული მასალის ელ-ვერსიის შექმნა, აფხაზეთზე გამოფენისა და კონფერენციის მოწყობა., სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა და მოსწავლეების მიერ ჩატარებული პირადი ჟურნალისტური კვლევები. პოეზიის საღამოს მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები და მოძიებული მასალები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევა, ჩამოუყალიბდებათ ბიბლიოთეკებში წიგნის მოძიებისა და დამუშავების უნარი. ისწავლიან მოპოვებული მასალის კომპიუტერულ დამუშავებას, სკანირება, დამუშავება, ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის გაგზავნა და მიღებას. მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას. გაეცნობიან მათთვის უცნობი (საკუთარი თვალით დაუნახავი) მხარის ისტორიას, გეოგრაფიას და ჩაერთვებიან საერთაშორისო დისკუსიებში.

სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები დაინახავენ არსებული პრობლემის რეალურ სურათს და გააკეთებენ შესაბამის კომენტარებს.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ეკონომიკა: გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)

მონაწილეები სხვა სკოლიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლარისა ქავთარაძე, ნინო ჯეირანაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: kavtaradze.lara@gmail.com

პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1eaf3185

http://foro.iearn.org/webx/.1eaf3193

პროექტის ვებ.გვერდი. http://www.abchazeti.blogspot.com